Pages

Thursday, October 25, 2018

მეცნიერებმა ზამთრის მოულოდნელი საფრთხე აღმოაჩინეს

ჰაერის დაბალი ტემპერატურა გული შეტევის რისკს ზრდის. ასეთია შვედი მეცნიერების კვლევის შედეგები, რომელიც ჟურნალ JAMA Cardiolgy-ში გამოქვეყნდა. 
სპეციალისტებმა შვედეთის 274 000 მოქალქის მონაცემები გაანალიზეს, რომლებსაც 1998-2013 წლებში მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზი დაუსვეს. მათი ასაკი 50-დან 89 წლამდე იყო.
როგორც გაირკვა, 0 გრადუსზე დაბლა ტემპერატურისას გულის შეტევის ალბათობა 9%-ით გაიზარდა. მეცნიერებმა მონაცემები ჰაერის დაბინძურების შედეგებს შეადარეს, თუმცა აღმოაჩინეს, რომ გადაწყვეტი მნიშვნელობა სიცივეს აქვს. ამასთან, ჰაერის ტემპერატურის 2-4 გრადუსამდე ზრდის შემთხვევაში ინფარქტის შემთხვევები ნაკლები იყო.
სპეციალისტები მიღებულ შედეგებს იმით ხსნიან, რომ ზამთრში ქუჩაში სისხლძარღვები ვიწროვდება, რის გამოც გულს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება
imedinew.ge

No comments:

Post a Comment