Pages

Saturday, October 20, 2018

შსს-ს ცნობით, ზურაბ ჯაფარიძე პოლიციელებს თავისი ნებით გაჰყვა

შსს ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი სამართალდამცველებს ნებაყოფლობით გაჰყვა. 
ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ დედა ენის ბაღიდან პოლიციის განყოფილებაში სულ 11 ადამიანი გადაიყვანეს.
„გირჩის“ მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების და ფესტივალის ფარგლებში მარიხუანას უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით.
აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ზურაბ ჯაფარიძის მიმართ აუცილებელი გახდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც შეკრებილი ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით, ადგილზე იყო შეუძლებელი. ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცავებმა მას შესთავაზეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისღებად, პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშომლებს გაჰყვა ნებაყოფლობით. ამ ეტაპზე მისი მონაწილეობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ასევე, მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის ამ ეტაპზე დაკავებული 11 პირი"-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯაფარიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ფესტივალის მონაწილეებს მოსაწევად გამზადებული კანაფი დაურიგა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment