Pages

Tuesday, October 30, 2018

მიულერი FBI-ს მის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ცრუ ბრალდებების შესახებ აფრთხილებს

სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი ფიქრობს, რომ მისი დისკრედიტაციის მცდელობისთვის, მას სექსუალურ შევიწროებას დააბრალებენ, რაზეც მიულერი ამბობს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება. მიულერი გამოძიების ფედერალურ ბიუროს ამ შესაძლო ცრუ ბრალდებების გამოძიებას სთხოვს. ამის შესახებ გამოცემა The Atlantic-ისპეცპროკურორის პრესსმდივანზე დაყრდნობით წერს.
ასეთი სახის ინფორმაცია მიულერის ოფისმა ორი ქალისგან მიიღო. ერთ-ერთ მათგანი, ლორეინ პარსონსი აცხადებს, რომ მას პროკურორის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდების წამოყენების სანაცვლოდ, 20 ათასი დოლარი და საკრედიტო ბარათების დავალიანების გადახდა შესთავაზეს. პარსონის თქმით, ის მიულერთან 1974 წელს მუშაობდა, მაგრამ მიულერის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი არ ყოფილა.
ქალის თქმით, ადამიანი, რომელმაც მას ეს შეთავაზება გაუკეთა, რადიოწამყვან ჯეკ ბერკმანთან მუშაობს, რომელიც კონსერვატული შეხედულებებით გამოირჩევა. ადრე ბერკმანი სოციალურ ქსელში წერდა, რომ მიულერის მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. 
გამოცემა The Atlantic-თან ბერკმანმა თქვა, რომ პარსონს არ იცნობს. 
2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ს ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.
გამოძიების ფარგლებში ამოწმებენ ინფორმაციას დონალდ ტრამპის და მისი გარემოცვის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებზე. ამ საქმის ფიგურანტები არიან ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი. პრეზიდენტის წინააღმდეგ მტკიცებულებების აღმოჩენის შემთხვევაში ეს შეიძლება მისი იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment