Pages

Sunday, October 28, 2018

ისრაელის დაბომბვის შედეგად სამი პალესტინელი მოზარდი დაიღუპა

ღაზის სექტორის სასაზღვრო ზონაში ისრაელის ავიაციის დაბომბვის შედეგად სამი პალესტინელი მოზარდი დაიღუპა. პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა ასაკი 12-დან 14 წლამდეა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პალესტინელები უსაფრთხოების ღობესთან სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობის დადებას აპირებდნენ.
30 მარტიდან, მას შემდეგ, რაც ისრაელი-ღაზას საზღვარზე პალესტინელებმა ისრაელის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლისა და ღაზის სექტორის საზღვაო ბლოკადის მოხსნის მოთხოვნით, აქციები დაიწყეს, სულ მცირე 198 პალესტინელი დაიღუპა და ათასობით დაშავდა. 
მოძრაობა ჰამასი 1987 წლიდან არსებობს. 2007 წლიდან ის ღაზას სექტორს აკონტროლებს. ის ისრაელში, კანადაში, იაპონიასა და აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციად არის ცნობილი, აკრძალულია იორდანიასა და ეგვიპტეში.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment