Pages

Saturday, October 27, 2018

უკრაინის ჯარში ქალების და კაცების უფლებები გაათანაბრეს

უკრაინაში ამოქმედდა კანონი, რომელიც ჯარში და სხვა სამხედრო ფორმირებაში კაცებისა და ქალების მსახურობის თანასწორობას უზრუნველყოფს. ამის შესახებ განცხადებას უმაღლესი რადის ვებვერდი აქვეყნებს.
კანონის მიხედვით, უკვე ქალებსაც შეეძლებათ დაიკავონ იმავე თანამდებობა და მიიღონ სამხედრო ჯილდოები, რომელსაც იღებენ კაცები. გარდა ამისა, ორივე სქესს ექნება ერთნაირი პასუხისმგებლობები და ვალდებულები სამხედრო მსახურობის დროს.
ქალებს შეეძლებათ იმსახურონ 45 წლამდე რიგითების და სერჟანტების სტატუსით, ხოლო 60 წლამდე - უმაღლეს ოფიცერთა ჯგუფში. მანამდე მათ ჯარში მსახურება მხოლოდ 40 წლამდე შეეძლოთ.
ამგვარად კანონმა გააუქმა შეზღუდვა, რის გამოც ქალები ჯარს სათადარიგო ჯგუფში გადიოდნენ. სამხედრო სწავლებებისგან თავისუფლდებიან მხოლოდ ორსულები.
დოკუმენტს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოაწერა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment