Pages

Tuesday, October 30, 2018

გედევან ფოფხაძე: თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება სამოქალაქო ომის წინაპირობა

უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ქართული ოცნების გადაწყვეტილებების შეფასება არ ისურვა, თუმცა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციური ჯგუფის "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, ის სამოქალაქო ომის საფრთხეს ხედავს.
"მე არ მინდა საჯაროდ ვისაუბრო იმ მიზეზებზე და გარემოებებზე რომელთანაც არის დაკავშირებული ამ შედეგების დაფიქსირება. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს საქარველოში სამოქალაქო ომის დაწყების რეალური ნაბიჯი იქნება. რევანშისტული განწყობები და ის ამოცანა, რაც ნაციონალურ მოძრაობას გააჩნია, რომ ჩამოიყვანოს სააკაშვილი, გამოიყვანოს მერაბიშვილი, გამოიყვანოს ახალაია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება მიმართული შემდეგ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისკენ, რომლებიც სააკაშვილისთვის წარმოადგენს პრობლემას, მის პოლიტიკური რეანიმაციისთვის წარმოადგენს პრობლემას. ჩვენ კარგად ვიცით რას აპირებს სააკაშვილი და მე დარწმუნებული ვარ ამ საფრთხის წინააღმდეგ შ3ვკრავთ პირს და გავერთიანდებით", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
წინასაარჩევნო პერიოდში, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში, ის ახალაიას, მერაბიშვილს და ყოფილი ხელისუფლების სხვა მსჯავრდებულ მაღალჩინოსნებს შეიწყალებს.
ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების - 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment