Pages

Thursday, October 25, 2018

თბილისში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა

2018 წლის ცხრა თვის მონაცემებით, კომპანია „თელასმა“ 2 227 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 3,1% (67 მლნ. კვტ*სთ-ით) აღემატება 2017 წლის ცხრა თვის მოხმარების მოცულობას (2 160 მილიონი კვტ*სთ).
კომპანიის განმარტებით, ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.
2017 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 2018 წლის იგივე პერიოდში 3,1%-ით (64 მლნ. კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 2 136 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ განაპირობა.
სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2018 წლის ცხრა თვეში 2017 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 4,6%-ით (27,4 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 625,4 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 563,9 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 61,5 ათასი – იურიდიური პირი.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment