გერმანული კონცერი Siemens-ი ერაყის ენერგოსისტემის გაფართოებაზე იმუშავებს. კომპანიამ, აშშ-ის ხელისუფლების მიერ Siemens-ის კონკურენტი ფირმისთვის, General Electric-ისთვის გაწეული დახმარების მიუხედავად, შეძლო და ერაყთან შეთანხმება გააფორმა. ინფორმაციას The National-ი ავრცელებს.
21 ოქტომბერს Siemens-მა და ერაყის ენერგიტიკის სამინისტრომ ერაყის ელექტროენერგიის ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებით მრავალმილიარდიან შეთანხმებას მოაწერს ხელი. საუბარია შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში 11 გიგავატამდე ელექტროენერგიის წარმოების გაზრდაზე. Siemens-ის ცნობით, ახლა ერაყში დაახლოებით ამის ნახევარი მოცულობის ენერგეტიკული ობიექტებია.
მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოფიციალურ ბაღდადზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა ამ უკანასკნელს ხელშეკრულება General Electric-თან გაეფორმებინა. თუმცა Siemens-მა, ელექტროენერგიის მოცულობის გარდა, ერაყს კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ დახმარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე ახალი სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობას დაჰპირდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment