ამბობენ, ფრთხილად იოცნებეთ, ერთ დღეს ოცნებები ხდებაო. ჰოდა მოდი ჩვენც ვიოცნებოთ იმაზე, რისი გაკეთებაც მუდმივად გვეზარება და უარს არ ვიტყოდით, თუ მას ჩვენ ნაცვლად სხვა გააკეთებდა.
დასაზარი საქმეების ჩამონათვალი კი არც ისე მოკლეა:
ნაგვის გადაყრა
ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ნაგვის გადაყრა არ ეზარება. ან კი რატომ არაა დასაზარი? წარმოიდგინეთ, დილით ლამაზად გამოეწყვეთ, ბოლოს სასურველი სუნამოც დაისხით და გასვლის წინ კი ნაგვის პარკი უნდა გაიყოლოთ. არაა, ჩვენს წარმოდგენებში წარმატებული დღე ასე ნამდვილად არ იწყებადილით ადგომა
რა იქნება, დილით ადგომა რომ არ არსებობდეს? სამწუხაროდ, ის მაინც არსებობს. და რა იქნება, რომ ის სხვამ გააკეთოს ჩვენს ნაცვლად?მაღაზიაში წასვლა
ჯადოსნური ჯოხის ქონაზე ყველა ადამიანი ბავშვობიდან ოცნებობს. უფროსებს ისე ძალიან გამოადგებოდათ, მაღაზიაში წასვლა აღარ მოუწევდათ, აღარც რიგში დგომა და არც საცობებში დროის კარგვა. ისე, ონლაინ მაღაზიას რომ ვუთხრათ ჯადოსნური „ბიბიდი ბაბიდი ბუ“, ნეტავ რას იზამს? ან „ბიბიდი ბაბიდის ბუს“ ნაცვლად ჯადოსნური სიტყვები Momitane.ge ვთქვათ და რაც გვინდა, 1 საათში ყველაფერი მართლაც ჩვენი სახლის კართან გაჩნდება.თბილისში მანქანის დაპარკინგება
კვლევა რომ ჩატარდეს ქალაქებს შორის, თუ სად არის დაპარკინგება ყველაზე რთული, თბილისი პირველ ადგილზე გავიდოდა. ბევრ ადამიანს ავტომობილით გადაადგილება სწორედ იმიტომ ეზარება, რომ არ იცის დანიშნულების ადგილზე დააპარკინგებს მანქანას თუ 2 კმ-ის მოშორებით.ბავშვის დატუქსვა
ნეტა, ბავშვი რომ დავტუქსოთ მაინც ვეყვარები? არა, აშკარად სჯობს, ჩვენს მაგივრად სხვამ დატუქსოს.მაკიაჟის მოშორება
ამბობენ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო. არადა, სინამდვილეში მსხვერპლი მაკიაჟის გაკეთება კი არა, მისი მოშორებაა.ტანსაცმლის არჩევა, თუ რა ჩავიცვათ
ღმერთო, რისთვის ვიყიდე ამდენი ტანსაცმელი? არ ჯობდა, ერთი მქონოდა და აღარც ვიფიქრებდი, რა ჩამეცვა.
ექიმთან წასვლა
ნეტავ რა სჯობს, ბებიის ნათქვამი ბალახ-ბულახით ვიმკურნალოთ თუ ექიმთან წავიდეთ? ექიმის კაბინეტთან უსასრლოდ ლოდინზე მეტად ალბათ არაფერი ეზარება ადამიანს.
საჭმლის მომზადება
საჭმლის მომზადება ყველას ეზარება. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ყველა ოცნებობს, რა იქნება, საჭმელი სხვამ მოამზადოს ჩვენს მაგივრადო. ხომ გითხარით ფრთხილად იოცნებეთ, ოცნებები ხდება. Momitane.ge ამას თქვენ მაგივრად მართლაც გააკეთებს, სამსახურიდან გასვლის წინ შეუკვეთეთ სასურველი კერძი და სახლში მისულს მალევე მოგიტანთ Momitane.ge-ს კურიერი.ნაძვის ხის დაშლა
ნაძვის ხის მორთვა ჯადოსნური პროცესია. ნაძვის ხის დაშლა კი ყველას ეზარება. ისე, მორთული რომ შევინახოთ შემდეგ ახალ წლამდე?
ambebi.ge
No comments:
Post a Comment