Pages

Sunday, November 25, 2018

ევროპული საქართველო სამტრედიაში 150-მდე ადამიანმა დატოვა

ევროპული საქართველო ქალაქის, მუნიციპალიტეტის, სოფლების, უბნის, ზონის ხელმძღვანელებმა  და კოორდინატორებმა დატოვეს - სულ 150-მა ადამიანმა. შეიძლება ითქვას, რომ პარტიის სამტრედიის ორგანიზაცია თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა
.
ევროპული საქართველოს უკვე ყოფილმა წევრებმა პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება ქალაქის ცენტრში გააკეთეს. გადაწყვეტილების მიზეზად ისინი ევროპული საქართველოს მხრიდან ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერას ასახელებენ და ამბობენ, რომ მათთვის ძალადობა, აგრესია და დესტაბილიზაციის მცდელობა მიუღებელია.
ევროპული საქართველოს ყოფილი წევრები ქართულ ოცნებას შეუერთდნენ და მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადეს.
იმავე მიზეზით ევროპულ საქართველოს წევრები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში მასობრივად ტოვებენ.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში 28 ნოემბერს გაიმართება. პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების - 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს დაინიშნა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment