Pages

Tuesday, November 13, 2018

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურში ანდორასთან დაპირისპირებისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩის ჩასატარებლად ანდორაში ჩავიდა. საწვრთნელი შეკრების პირველ დღეს ეროვნული გუნდი ანდორაში არასრული შემადგენლობით იმყოფება. ნაკრებმა 12 ნოემბერს მსუბუქად ივარჯიშა. ეროვნული ნაკრების სამ ფეხბურთელს ჯაბა კანკავას, ნიკა კვეკვესკირს და სოლომონ კვირკველიას ანდორაში 13 ნოემბერს ელოდებიან. სამივე ფეხბურთელი საწვრთნელ პროცესში დღეიდან ჩაერთვება. პირველი ვარჯიშის მსგავსად, საწვრთნელი პროცესი 13 ნოემბერსაც ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის ხელოვნურსაფარიან სავარჯიშო მოედანზე შედგება.
უეფას ერთა ლიგის გათამაშებაზე, ოთხი ტურის შემდეგ, ანდორას 2 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. საქართველო 12 ქულით ჯგუფის ლიდერია. საქართველოსა და ანდორას პირველი მატჩი თბილისში ჩვენი გუნდის სასარგებლოდ ანგარიშით 3:0 დასრულდა.
უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა ანდორასა და საქართველოს შორის 15 ნოემბერს, თბილისის დროით, 23:45 წუთზე დაიწყება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment