Pages

Sunday, November 25, 2018

იუნესკო ქართული ჭიდაობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანას განიხილავს


26 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესია გაიმართება.
სესიაზე იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგებლობით ნუსხაში, ქართული ჭიდაობის შეტანის საკითხი განიხილება. ამ საკითხის განხილვა, 28 ნოემბერს არის ჩანიშნული.
იუნესკოს მე-13 სესიას ქართული დელეგაციაც დაესწრება, რომლის შემადგენლობაში არიან: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ამავე სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ვარძელაშვილი, საქართველოში იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment