საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, 25 ნოემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე წერეთლის გამზირი, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან - დავით ბაქრაძისქუჩამდე გადაიკეტება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
სამონტაჟო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე, იმავე საათებში, 26 ნოემბერსაც განხორციელდება. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის
interpressnews.ge
No comments:
Post a Comment