Pages

Saturday, November 3, 2018

ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი სოფელ მოხისთან კაცს დაეჯახა


ქარელის რაიონის სოფელ მოხისთან, მატარებლის ლიანდაგზე გადასვლისას კაცს ქუთაისი-თბილისის მატარებელი დაეჯახა. 
როგორც Imedinews-თან საუბრისას ადგილობრივმა ლევან ყაულაშვილმა თქვა, კაცი ადგილზე დაიღუპა. მისივე განმარტებით, დაღუპული სოფელ მოხისის მკვიდრია. შემთხვევას ბაქანზე მყოფი ადამიანებიც შეესწრნენ. 
მომხდარზე განცხადება საქართველოს რკინიგზამ გაავრცელა.
„დღეს დილით, დაახლოებით 9 საათსა და 30 წუთზე, გომი-აგარას გადასარბენზე მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა, რომელსაც ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა. მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ სამართალდამცავი ორგანოები. საქართველოს რკინიგზა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
მომხდარის გამო შეყოვნდება ბორჯომი-თბილისის (#685) მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რის გამოც საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ბოდიშს უხდის“ -წერია განცხადებაში. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment