Pages

Saturday, November 24, 2018

ჩინეთის ერთ-ერთ საწარმოში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ჩინეთში, ჟილინის პროვინციის ავტომწარმოებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა. დაღუპულია სულ მცირე ორი და დაშავებულია 24 ადამიანი. ამის შესახებ Reuters-ი წერს
აფეთქების შემდეგ შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა ახლომდებარე 40-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. მუნიციპალიტეტმა ადგილობრივების ევაკუაციის ბრძანება გასცა. 
ჯერ უცნობია რამ გამოიწვია აფეთქება. ხელისუფლებამ ტერაქტის ვერსია გამორიცხა. 
ჩინეთში, საწარმოებში უსაფრთხოების ზომების დაუცველობის გამო მსგავსი ინციდენტები ხშირად ხდება. ივლისში, ალუმინის ქარხანაში აფეთქებას 19 ადამიანი ემსხვერპლა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment