უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მოუწოდებს, აზოვის ზღვაში გემები გაგზავნოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში ილაპარაკა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მისი თქმით, პუტინს აზოვის ზღვრის ანექსირება სურს.
„ერთადერთი ენა, რომელიც პუტინს ესმის, ეს არის ერთიანი დასავლეთი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
პოროშენკომ უკრაინის ყველაზე ახლო მოკავშირედ გერმანია დაასახელა. მისი თქმით, 2015 წელს მინსკში გამართული მოლაპარაკებების დროს ანგელა მერკელმა უკრაინა „გადაარჩინა“. მან იმედი გამოთქვა, რომ გერმანია ახლაც მხარს დაუჭერს კიევს.
მანამდე გერმანიაში უკრაინის ელჩმა მოუწოდა ევროკავშირს და ნატო-ს, ქერჩის სრუტეში ვითარების დეესკალაციის პროცესში ჩაერიონ.
მანამდე გერმანიაში უკრაინის ელჩმა მოუწოდა ევროკავშირს და ნატო-ს, ქერჩის სრუტეში ვითარების დეესკალაციის პროცესში ჩაერიონ.
25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებმა სამი უკრაინული გემი დააკავეს. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინამ რუსეთის მოქმედებას აგრესიის აქტი უწოდა.
26 ნოემბერს უკრაინის რადამ რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment