Pages

Wednesday, November 21, 2018

დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო მხარდაჭერას გაუზრდის

ვიდრე უკრაინა რუსეთის აგრესიას ებრძვის, დიდი ბრიტანეთი სამხედრო მხარდაჭერას გაუზრდის უკრაინას. ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გეივინ უილიამსონმა გააკეთა. ინფორმაციას Telegraph- ი ავრცელებს.  
როგორც გამოცემა წერს, ბრიტანელი სპეციალისტები უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმებსა და საზღვაო ქვეითებს გაწვრთნიან. ასევე ლონდონი უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორებსა და სადაზვერვო ხომალდს გაგზავნის.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი თქმით, რეგიონში გაგზავნიან სადაზვერვო ხომალდ Echo-ს, რომლის ეკიპაჟიც 72 წევრისგან შედგება.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო უკრაინას თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვაში ეხმარება, რაც სხვადასხვა საწვრთნელი პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს
imedinews.ge

No comments:

Post a Comment