Pages

Thursday, November 1, 2018

მარგველაშვილი: უშიშროების საბჭოს შემცვლელი სტრუქტურა სასწრაფოდ უნდა შეიქმნას

საქართველოს პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემცვლელი სტრუქტურის დაუყოვნებლივ შექმნას ითხოვს. გიორგი მარგველაშვილმა ამის შესახებ განცხადება ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არ შეიძლება ქვეყნის არც ერთი დღით დატოვება ასეთი სტრუქტურის გარეშე. მინდა მოვუწოდო კოლეგებს, სასწრაფოდ შესრულდეს ის დაპირება, რომ უშიშროების საბჭოს შემცვლელი სტრუქტურა შეიქმნებოდა. ეს სტრუქტურა უნდა დახვდეს ახალ პრეზიდენტს“,- განაცხადა მარგველაშვილმა.
ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ უშიშროების საბჭოს გაუქმება, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორებისგანაც პრობლემად არის აღიარებული.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment