ავსტრალიაში 68 წლის გრეჰემ მორანტს სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის გამო მიუსაჯა. ამის შესახებ BBC წერს.
56 წლის ჯენიფერ მორანტი დეპრესიით იტანჯებოდა და მან 2014 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ ის ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, რომ არა ქმრის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა.
კაცს მისთვის არც დაუმალავს, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი დაზღვევის თანხის, $1 მილიონის მიღებას გეგმავდა და ეუბნებოდა, რომ ამ თანხით რელიგიური გაერთიანების დაფუძნებას აპირებდა.
ქალის ცხედარი 2014 წლის 30 ნოემბერს, საკუთარ ავტომობილში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე იპოვეს.
კაცი თავს დამნაშავედ არ აღიარებს
imedinews.ge
No comments:
Post a Comment