Pages

Friday, November 30, 2018

ილჰამ ალიევი სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. აზერბაიჯანსა და საქართველოს მეგობრობისა და კარგი მეზობლობის ტრადიციული ურთიერთობა აკავშირებთ. მჯერა, ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ურთიერთნდობისა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად და მომავალ წლებში წარმატებით განვაგრძობთ ყველა სფეროში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას“, – ნათქვამია ალიევის განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილს მანამდე არჩევნებში გამარჯვება საქართველოს კიდევ ერთმა მეზობელმა სომხეთმა მიულოცა. სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, საქართველოში პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევა ისტორიული მოვლენაა.
სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიულოცეს. 
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვლმა მოიპოვა. საბოლოო შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment