"არჩევანი გავაკეთე ღირსების, სამართლიანობის და განვითარებისთვის, რომ საბოლოოდ უარი ვუთხრათ სიცრუეს, ძალადობას და არ მოვახერხოთ, რომ დავბრუნდეთ უკან" - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც მან საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
„ის წლები კარგად გვახსოვს, როდესაც ძალა, რომელიც წარმოადგენს ოპონენტს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისას. მათი ხელწერა ჩვენ კარგად ვიცით. კარგად ხედავთ მოსახლეობის მობილიზებას, რომ საბოლოოდ უარი ვუთხრათ ძალადობას და სიცრუეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.
მასთან ერთად იმყოფებოდნენ მეუღლე ეკა ხვედელიძე და შვილი, ბერა ივანიშვილი მეუღლესთან ნანუკა გუდავაძესთან ერთად.
ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი
ambebi.ge
No comments:
Post a Comment