ინტერნეტში, ღია წვდომაში განთავსებულია „ფეისბუქის“ 257 ათასი მომხარებლის ინფორმაცია, ხოლო 81 ათასი ექაუნთის პირადი მიმოწერაც. ჰაკერები, რომლებმაც ეს მოიპოვეს, ამტკიცებენ, რომ მათ 120 მილიონი ადამიანის შესახებ აქვთ ინფორმაცია.
როგორც კიბერთავდამსხმელებმა BBC-ის რუსულ ბიუროს აცნობეს, მათ 120 მილიონი მომხმარებლის ანგარიშებიდან აქვთ ინფორმაცია მოპარული, რომელთა გაყიდვასაც აპირებენ.
სოციალური ქსელი აცხადებს, რომ მისი სისტემების უსაფრთხოება არ დარღვეულა და მომხმარებლების დასაცავად კონკრეტული ზომები უკვე მიიღო. BBC-ის ცნობით, დაზარალებული მომხმარებლების უმრავლესობა უკრაინიდან და რუსეთიდანაა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment