Pages

Friday, November 30, 2018

NATO-ს ალტერნატივა არ აქვს, აგრესორ რუსეთთან კი მარტოდ დარჩენა შეუძლებელია - რაზე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან

ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ხე­დავს, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის იმ დო­ნეს, რო­მელ­საც ნატო უზ­რუნ­ველ­ყოფს, ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლად არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა BBC-ის რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.
ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, ხომ არ ფიქ­რობს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­პი­რე­ბე­ბის­გან და­ი­ღა­ლა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა: “არა, ასე არ არის. თუმ­ცა არა ნატო-სგან, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღო ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და ჩვენ ამის კონ­კრე­ტულ შე­დე­გებს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში ვხე­დავთ. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა იცის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნატო-ს წევ­რე­ბი არ ვართ, უსაფრ­თხო­ე­ბის იმ დო­ნეს, რომ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ნატო-ს შე­უძ­ლია, ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს”, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.
მი­სი­ვე თქმით, რაც დღეს უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა, ქარ­თველ ხალ­ხს იმ აზ­რის­კენ უბიძ­გებს, რომ უფრო მეტი ნატო გვჭირ­დე­ბა და არა ნაკ­ლე­ბი. “ასე რომ, არ ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იმ ევ­რო­პე­ლებს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან, ვინც ევ­რო­პით იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია. პი­რი­ქით, ისი­ნი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ უფრო და­უ­ახ­ლოვ­დე­ბი­ან ევ­რო­პას”, - დას­ძი­ნა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.
სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში რუ­სე­თის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა."იმ კონ­ფი­გუ­რა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ახ­ლაა, რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი გან­წყო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­უძ­ლე­ბე­ლია რუ­სეთ­თან მარ­ტოდ დარ­ჩე­ნა. ამი­ტო­მაც ჩვენ უფრო ახ­ლოს უნდა ვი­ყოთ ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან და ისი­ნი ჩვენს გვერ­დით და ზურგს უკან უნდა იყ­ვნენ. მო­მა­ვალ­ში ჩვენ დი­ა­ლო­გი უნდა ვა­წარ­მო­ოთ, მაგ­რამ ეს მარ­ტო არ უნდა ვქნათ. ეს სა­ერ­თო დი­ა­ლო­გის ნა­წი­ლი უნდა იყოს. თუ ეს მოხ­დე­ბა, ეს ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით უნდა მოხ­დეს. ჩვენ უნდა შე­ვი­მუ­შა­ვოთ ჩვე­ნი პო­ზი­ცია და შე­ვა­თან­ხმოთ ის ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­თან. თუ ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი რუ­სეთ­თან დი­ა­ლო­გის­კენ სვლას და­ი­წყე­ბენ, ჩვენ უნდა დავ­რწმუნ­დეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო გვერ­დზე არ და­ტო­ვეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრინ­ცი­პე­ბი - სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ნა­წი­ლია და სა­ი­მე­დოდ და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.
მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ევ­რო­პუ­ლი პო­ზი­ცია უკა­ვია და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის სა­ხით რუ­სეთ­თან დი­ა­ლოგს და­ი­წყე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლო გვერ­დზე არ დარ­ჩე­ბა.
“იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რა ხდე­ბა ოკუ­პა­ცი­ის ხაზ­ზე, სა­დაც ხალ­ხს იტა­ცე­ბენ და ეს ხაზი ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის სიღ­რმე­ში გად­მო­დის, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით თუ რო­გორ იქ­ცე­ვა რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, არ მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი ეს იმას ნიშ­ნავ­დეს, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია პირ­და­პირ ახლა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე გა­და­ვი­დეთ”, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.
სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლად არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ის­რა­ე­ლის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ის­რა­ე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რი და მო­კავ­ში­რეა.
„ჩვენ ძა­ლი­ან მჭიდ­რო და ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვაქვს. ის­რა­ე­ლი ყო­ველ­თვის მხარს გვი­ჭერ­და. ის­რა­ელ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. ეს ორი პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­საც უწევს თა­ვი­სი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დაც­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია ყო­ველ­თვის იყო ბრძო­ლა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და დაც­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს დას­ჭირ­დე­ბა ძლი­ე­რი პარტნი­ო­რე­ბი თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაზ­რდის­თვის და ეს ის სფე­როა, სა­დაც შეგ­ვიძ­ლია ჩვენს ის­რა­ე­ლელ პარტნი­ო­რებ­თან ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.
სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა.
"მე­ეჭ­ვე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მივ­ცე. პირ­ველ რიგ­ში სა­ჭი­როა იმ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ში გარ­კვე­ვა, რო­მე­ლიც მის წი­ნა­აღ­მდე­გაა აღ­ძრუ­ლი და ეს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­კი­თხი არაა, არა­მედ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის სა­კი­თხია უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა”, - აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.
მი­სი­ვე თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან კავ­ში­რი და­კარ­გა.
“აშ­კა­რა პრობ­ლე­მაა მის გან­ცხა­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მან გუ­შინ და დღეს გა­ა­კე­თა. ის მო­უ­წო­დებ­და პო­ლი­ცი­ე­ლებს და სამ­ხედ­რო­ებს ვი­ღა­ცის მხა­რე და­ე­ჭი­რათ. მან და­კარ­გა კავ­ში­რი ამ ქვე­ყა­ნას­თან. ის დღეს უცხო­ე­ლია, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ხალ­ხს ვი­თა­რე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებს. ამ ქვე­ყა­ნას არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა არ სჭირ­დე­ბა. ხმე­ბი, რო­მე­ლიც ხალ­ხმა გუ­შინ მის­ცა - ეს სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის მი­ცე­მუ­ლი ხმე­ბია”, - დას­ძი­ნა მან.
სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა უკვე მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თმა ლი­დერ­მა მი­უ­ლო­ცა, მათ შო­რის ეს­ტო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა კერ­სტი კა­ლი­უ­ლა­იდ­მა, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა, ბე­ლო­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტმა ალ­ქსან­დრე ლუ­კა­შენ­კომ, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტმა მა­რია ფერ­ნან­და ეს­პი­ნო­სამ და სხვებ­მა. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე არ­ჩე­ვას მი­ე­სალ­მე­ბა ასე­ვე თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო.
აშშ ელო­დე­ბა მუ­შა­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლად არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენ­ტთან სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან, რათა გაგ­რძელ­დეს მჭიდ­რო პარტნი­ო­რო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან ორ­მხრივ და რე­გი­ო­ნულ სა­კი­თხებ­ზე, - ამის შე­სა­ხებ კი აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და.
"მათ შო­რის უნდა აღ­ვნიშ­ნოთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი ავ­ღა­ნე­თის მი­სი­ა­ში", - დას­ძი­ნა მან.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment