Pages

Sunday, November 25, 2018

The Dailywire: ვაშაძის არჩევა საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

ჟურნალისტი ჯერემი ფრანკელი გამოცემა The Dailywire-ში აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით -  „ზურაბიშვილის მხარდაჭერა საქართველოს დასავლეთის შენარჩუნებაში დაეხმარება“. ჟურნალისტი საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ წერს. ამის თაობაზე 1tv.ge იტყობინება.
ფრანკელის აზრით, ქართველ ერს ჰყავს შესანიშნავი წინამძღოლი, დასავლეთთან მჭიდრო კავშირების მქონე გამოცდილი პოლიტიკოსი და დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი.
ამასთან, ჟურნალისტი ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძის არჩევა, რომელიც ღიად ამაყობს წარსულში საბჭოთა კავშირისთვის მსახურებაზე, ერისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
„საქართველო სახიფათო სიტუაციაში იმყოფება. ერთი მხარე რუსეთის კონტროლის ქვეშ ყოფნის დაბრუნებისკენ მიასწავებს, მეორე კი დამოუკიდებლობის და დასავლური ფასეულობების განვითარებისკენ.
ბუნებრივია არც ეს გზა არ არის გამოწვევების გარეშე; საბედნიეროდ ერს ჰყავს შესანიშნავი წინამძღოლი, დასავლეთთან მჭიდრო კავშირების მქონე გამოცდილი პოლიტიკოსი და დიპლომატი, აშშ-ს კოლუმბიის უნივერსიტეტის უმაღლეს განათლებამიღებული, წარსულში სამაგალითო მსახური საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
სამწუხაროდ, ბევრი შეიძლება ადვილად დაჯერდეს – დაჯერდეს ტყუილებს და მოთაფვლებს, რასაც პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ავრცელებს, ადამიანი, რომელსაც რუსეთთან და ყოფილ საბჭოთა კავშირთან მჭიდრო კავშირები აქვს.
საქართველო ამაყი ქვეყანაა, რომელიც დღესაც ცდილობს გაუმკლავდეს პრობლემებს, რომელიც საბჭოთა კავშირმა დაუტოვა და აგრესიას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს მათზე დღეს. გრიგოლ ვაშაძის არჩევა, კაცის, რომელიც ღიად ამაყობს წარსულში საბჭოთა კავშირისთვის მსახურებაზე, იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი ერისთვის. ვაშაძის არჩევა იქნება პირდაპირ საქართველოს საქმეებში რუსეთის შემოპატიჟება და ჩართვა, რაც კიდევ ერთხელ ამ დამოუკიდებელ ერს აქცევს რუსეთის თანამგზავრად.
ვაშაძე იყო მოსკოველი, ერთგული საბჭოთა დიპლომატი 1976 წლიდან 1993 წლამდე, სადაც იგი წლების მანძილზე მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ბირთვული შეიარაღებისა და სივრცის დეპარტამენტში“,- წერს ჟურნალისტი.
ჯერემი ფრანკელი სტატიაში აღნიშნავს, რომ მიუხედავდ იმისა, რომ ვაშაძე უარყოფს რაიმე კავშირს, საბჭოთა კავშირის ყველაზე საშიშ ორგანიზაცია KGB-სთან, მისი უარყოფა არადამაჯერებელია.
„საბჭოთა კავშირის ძველი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ბირთვული შეიარაღებისა და სივრცის დეპარტამენტში KGB-ს ჩართულობა დიდი იყო. ვაშაძის უარყოფის მიუხედავად, დანარჩენ მსოფლიოს, მარტივად შეუძლია დააკავშიროს წერტილები და დაინახოს აშკარა კავშირი. ცხადია, ასეთი ახლო კავშირი ასე მარტივად არ გაქრებოდა. თავად ვაშაძეს ცდილობდა ამ კავშირის შენარჩუნებას. მას ჰქონდა რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა 2009 წლის ნოემბრამდე – ერთი წელი იცდიდა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომის შემდეგ. რისთვის წელავდა დროს? 2008 წლის აგვისტოში რუსულმა ჯარმა არალეგალურად შემოაღწია საქართველოში და აგრესიული და ძალადობრივი კონფლიქტით დატოვა ათასობით ქართველი დევნილად. ამ კონფრონტაციამდე თვეებით ადრე ვაშაძე გახდა საქართველოს მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ მან მაინც შეინარჩუნა მისი ერთგულება რუსეთის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უტევდა მის „სახლს“, რომელშიც იგი მსახურობდა“,- წერს ჟურნალისტი.
მისივე თქმით, ვაშაძის არჩევა არის ნაბიჯი უკან, უკან რუსეთის კონტროლის და აგრესიის ქვეშ ყოფნისკენ.
„რა შეაჩერებს მის ერთგულებას და ინტერესს რუსეთის მიმართ, მისი პრეზიდენტობის არჩევის შემთხვევაში? ვაშაძის არჩევა არის ნაბიჯი უკან, უკან რუსეთის კონტროლის და აგრესიის ქვეშ ყოფნისკენ. ვაშაძე არ არის უჭკუო კაცს, სწორედ ამიტომაც ცდილობს ეს ყველაფერი მიატრიალოს ოპონენტის საწინააღმდეგოდ და დასდოს მას ბრალი რუსეთთან კავშირზე. ამ ბრალდებებს ფაქტები მარტივად უარყოფს“,- აცხადებს ფრანკელი.
სტატიის ავტორის აზრით, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება კეთილდღეობის ეპოქას დაიწყებს და გამოაჩენს ყველა პროგრესს, რაც საქართველომ განიცადა დასავლური ფასეულობების მიღებაში, როგორიცაა დემოკრატია, პირადი თავისუფლება და თავისუფალი წარმოება.
„ზურაბიშვილს ათწლეულების განმავლობაში ჰქონდა წარმატებული კარიერა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მსახურებაში, სადაც მან მრავალ დასავლურ ქვეყანასთან, მაგალითისთვის როგორიცაა, იტალია, ბელგია და შეერთებული შტატები დაამყარა ძლიერი კავშირები. იგი გაერთიანებული ერებში მსახურებისას თანამშრომლობდა დიპლომატებთან მსოფლიოს მასშტაბით. იგი ხელმძღვანელობდა საფრანგეთის საერთაშორისო თავდაცვის და სტრატეგიულ საკითხთა სამმართველოს, ისევ იყენებდა მის უნარჩვევებს, რომელიც მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტში და აძლიერებდა კავშირებს ევროპის მასშტაბით. მაგრამ მისი უდიდესი პოზიციიდან საფრანგეთს საგარეო საქმეთა სამინისტროში – 2003 წელს გადაწყვიტა ემსახურა, მისი საგვარეულოს სახლის, საქართველოს ელჩად საფრანგეთში“,- წერს სტატიის ავტორი.
ფრანკელის თქმით, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება ასევე იქნება პოლიტიკის მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯი ქალებისთვის.
„იგი იყო პირველი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც დაინიშნა 2004 წელს; რის შემდეგაც, სამმა სხვადასხვა ქალმა იმსახურა ხსენებულ პოზიციაზე. ზურაბიშვილი მზადაა, გაარღვიოს მორიგი ბარიერი. დღემდე არასდროს არჩეულა ქალი პრეზიდენტი საქართველოში. მისი გამარჯვება იქნება ქართველი ქალების გამარჯვება და საგრძნობლად გაამაგრებს დასავლური სტილის დემოკრატიას – ნაცია, სადაც ნებისმიერ, ძლიერი შემართების, თავდადებულობის და ინტელიგენციის მქონე ადამიანს შუძლია წარმატების მიღწევა.
28 ნოემბერი დამოკიდებულია ქართველ ამომრჩევლებზე. უკან სვლა სურთ რუსეთის კონტროლის ქვეშ ვაშაძესთან ერთად, თუ წინ სვლა და ზურაბიშვილის დემოკრატიული ფასეულობების გაზიარება“,- წერს სტატიის ავტორი ჯერემი ფრანკელი.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.
პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე
imedinews.ge

No comments:

Post a Comment