Pages

Friday, December 21, 2018

ჩეხეთში ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქებისას 13 კაცი დაიღუპა

ჩეხეთის ერთ-ერთ ქვანახშის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.  ინფორმაციას Time ავრცელებს.
სახელმწიფო კომპანია OKD-ს ინფორმაციით, შემთხვევა გამოიწვია 800 მეტრის სიღრმეში მდებარე შახტში მეთანის გაზის გაჟონვამ. ტრაგედია მოხდა პრაღიდან 30 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ კარვინის სიახლოვეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა ხუთი მეშახტის დაღუპვის შესახებ, 8 - დაკარგულად ითვლებოდა.
კომპანიის ცნობით, აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა უმრავლესობა პოლონელი მეშახტეები არიან.
შემთხვევის ადგილზე გრძელდება სამაშველო სამუშაოები.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment