Pages

Monday, December 24, 2018

ავსტრალიაში მშობლებს 19 თვის შვილისთვის ვეგანური დიეტის გამო გაასამართლებენ

ავსტრალიაში ვეგანმა მშობლებმა წლინახევრის შვილის კვების რაციონიდან ცხოველური პროდუქტები ამოიღეს, რის გამოც ბავშვის ორგანიზმი გამოიფიტა და რაქიტი დაემართა. ამის შესახებ ინფორმაციას The Mirror-ი ავრცელებს.
მშობლები, რომელთა ვინაობაც არ საჯაროვდება, გოგონას საუზმეზე ბრინჯის რძისგან დამზადებულ შვრიის ფაფას და ნახევარ ბანანას აჭმევდნენ, სადილზე მიწის თხილის კარაქიან ან ჯემიან ტოსტს, საღამოს კი ისევ შვრიის ფაფას აჭმევდნენ. მშობლების თქმით, ისინი ცდილობდნენ, რომ ბავშვისთვის კარტოფილი, ბრინჯი და ტოფუ (სოიას ხაჭო) მიეცათ, მაგრამ გოგონა ამ საკვებზე უარს ამბობდა და ჭირვეულობდა. 
საბოლოოდ, 19 თვის ბავშვი 4.9 კილოგრამს იწონიდა. ექიმებმა მას კალცის, ფოსფატის, ვიტამინ B12-ის, ვიტამინ A-ს, რიკინისა და თუთიის დეფიციტი აღმოუჩინეს, ვიტამინ D-ს კი მის ორგანიზმში საერთოდ ვერ მიაკვლიეს. 
ამ ყველაფერმა კი ბავშვში რაქიტის განვითარება გამოიწვია - დაავადება, რა დროსაც ძვლები დემოფრმირებას განიცდიან და შესაძლოა ზრდაში შეფერხება დაფიქსირდეს. ექიმები ამბობენ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად ბავშვი ცდილობს ილაპარაკოს და იაროს. 
32 წლის დედა და 34 წლის მამა სასამართლოს წინაშე 16 იანვარს წარდგებიან.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment