Pages

Thursday, December 27, 2018

შსს-მ ფონიჭალაში კაცის მკვლელობისთვის 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა


შსს-მ ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. ბრალდებული 1988 წელს დაბადებული ე.ა. თბილისში დააკავეს. მას ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, ფონიჭალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა 1982 წელს დაბადებული რ.გ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მიღებული დაზიანებების შედეგად, იგი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment