ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის აპრილში გაიმართება. ამის შესახებ მმართველმა კოალიციამ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კოალიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ჩაატარონ გამოკითხვა, რათა საბოლოოდ გადაწყდეს იმ კანონპროექტის ბედი, რომელიც ჯარში ულტრა-ორთოდოქსი ებრაელების გაწვევას გულისხმობს.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თანამდებობაზე ყოფნის საკითხი, რომელიც ნეთანიაჰუმ წელს ერთხელ თავიდან უკვე აირიდა.
საუბარია იმაზე, რომ ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში უნდა გამართულიყო. ეს პოლიტიკური კრიზისი მაშინ ისრაელის თავდაცვის მინისტრის ავიგდორ ლიბერმანის მიერ ღაზაში პალესტინურ სამხედრო დაჯგუფებებთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მიღებული გადაწყეტილებას უკავშირდებოდა, რომლის გამოც მან თანამდებობა დატოვა. მაშინ თავდაცვის მინისტრის პოსტი ნეთანიაჰუმ შეითავსა.
როგორ BBC წერს, თუ ნეთანიაჰუ თანამდებობას 2019 წლის 31 მაისამდე შეინარჩუნებს, ის იქნება პირველი, რომელიც ამ თანამდებობას ქვეყნის პირველი პრემიერმინისტრ დევიდ ბენ გურიონზე მეტ ხანს დაიკავებს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment