Pages

Friday, December 7, 2018

ქუთაისში აღმოაჩინეს მღვიმე, რომელიც შესაძლოა 30-50 ათასი წლის წინანდელია

ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე (ჭახათას უბანი) ადგილობრივმა მცხოვრებმა ვახტანგ სიხარულიძემ მღვიმე აღმოაჩინა, სადაც მრავლადაა სტალაქტიდები და სტალაგმიტები. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
6 დეკემბერს, მღვიმე, სპელეოლოგებმა ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმაც მოინახულეს და მისი შესწავლა დაიწყეს. მათი განცხადებით და პირველადი დათვალიერებით, მღვიმე უნიკალურია.
„80 მეტრის სიგრძის ორი დარბაზია. სამწუხაროდ აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ნაღვენთი ფორმები, თუმცა ვნახეთ ექსცენტრიული ფორმები, რაც საქართველოში მანამდე არ გვინახავს“, - აცხადებს ვალერი ბარბაქაძე.
მისივე თქმით, მღვიმე შესაძლოა, ქვედა ცარცული პერიოდის,30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს.
სპელეოლოგებმა მღვიმის შესწავლა დეტალურად დაიწყეს. წლების წინ, ამ ადგილას ქვის კარიერი იყო. აფეთქებების შედეგად დარბაზები დაზიანებულია და რესტავრაცია სჭირდება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment