საფრანგეთში ბენზინის ფასის გაზრდის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 60 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
დემონსტრაციებისას ბოლო მონაცემებით, 130 ადამიანი იყო დაკავებული. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გამართულ აქციებში სულ 106 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
დემონსტრაციებისას დაიღუპა ორი და დაშავდა ასობით ადამიანი.
აქციის მონაწილეები რამდენიმე დღეა საწვავზე ფასების მატებას აპროტესტებენ. საფრანგეთში ბენზინის ღირებულება პირველი იანვრიდან იზრდება. გაიზრდება დიზელის ფასიც. საფრანგეთში ბენზინი ბოლო ერთ წელიწადში 15%-ით გაძვირდა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. როგორც ემანუელ მაკრონმა თქვა, დემონსტრანტებს უნდა სცხვენოდეთ
imedinews.ge
No comments:
Post a Comment