Pages

Tuesday, December 18, 2018

ბუდაპეშტში შეკრებილი დემონსტრანტები დაშლას არ აპირებენ

უნგრეთის დედაქალაქში ისევ მასშტაბური საპროტესტო აქციებია. ბუდაპეშტის ცენტრში შეკრებლი აქტივისტები დაშალას არ აპირებენ.
მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა შრომით კანონმდებლობაში მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმის გაუქმებაა.
აქტივისტების განცხადებით, ახალი რეგულაციების დაწესების შემთხვევაში დასაქმებულის უფლებები საგრძნობლად შეიზღუდება. აქციაზე, რომელიც ბუდაპეშტში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს ინციდენტიც მოხდა.
New York Times-ის ცნობით, უნგრეთის საპარლამენტო ოპოზიციის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შეიჭრნენ და შრომით კანონმდებლობასთან დაკავშირებით მთავრობის გეგმებზე სასაუბროდ საეთერო დრო მოითხოვეს.
ოპოზიციისა და ქუჩაში გამოსული მანიფესტანტების აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხს სათანადოდ არ აშუქებს და არც შესაბამის დროს უთმობს.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაშო უნგრეთში დამსაქმებელს უფლება ექნება გაზარდოს ზეგანაკვეთური სამუშაოს ლიმიტი. უფლებადამცველების თქმით, ახალი რეგულაციების ამოქმედების შემთხვევაში დასაქმებულთა ნაწილის კვირაში დამატებით 8 საათი მუშაობა მოუწევს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment