Pages

Tuesday, December 18, 2018

სატურნი თავის რგოლებს კარგავს

NASA-ს ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ სატურნი თავის „ბეჭდებს“ კარგავს. ნგრევის ამჟამინდელი სიჩქარის გათვალისწინებით, ისინი დაახლოებით 100 მილიონ წელიწადში საერთოდ გაქრებიან. „ეს საკმაოდ მცირე დროა თვითონ პლანეტის ასაკის გათვალისწინებით, რომელიც ოთხ მილიარდ წელს სცდება“, - ამბობს გოდარდისსახელობის კოსმოსური ცენტრის მეცნიერი ჯეიმს ო'დონოჰი.
გასული წლის აგვისტოში კოსმოსურმა სადგურმა Cassini-მ, თავისი ბოლო მისიის ფარგლებში, სატურნის შესახებ ახალი ინფორმაცია გამოაგზავნა, რომლის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ სატურნის რგოლები დაახლოებით 100 მილიონი წლისაა, - მაშინ დედამიწაზე დინოზავრები ცხოვრობდნენ. 
რგოლების გაქრობის მიზეზი პლანეტის მაგნიტური ველია: მისი ზემოქმედების გამო, ყინულოვანი ნაწილაკები, რომლებიც ელექტრონულად იმუხტებიან, ქვემოთ იწევიან. რეალურად ისინი დნებიან და წარმოქმნიან ე.წ. ბეჭდის წვიმას.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment