Pages

Wednesday, December 26, 2018

მაკა ზამბახიძე ტყის პირას გადასახლდა - "მშენებლობა-რემონტი ძალიან გაიწელა, მაგრამ სანამ იმას არ მივაღწიე, რაც მინდოდა, არ გავჩერდი"

მომ­ღე­რა­ლი მაკა ზამ­ბა­ხი­ძე ოჯახ­თან ერ­თად წყნეთ­ში, პა­ტა­რა და მყუდ­რო სახ­ლში ცხოვ­რობს. ტყის პი­რას აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლი მა­კამ სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბით მო­ა­წყო და ის სირ­თუ­ლე­ე­ბიც სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და, რაც მშე­ნებ­ლო­ბა­სა და რე­მონტს უკავ­შირ­დე­ბა. ამ­ბობს, რომ ქა­ლა­ქის ხმა­ურს, დამ­ღლელ რიტმს მო­წყვე­ტი­ლი, ციყ­ვე­ბის და ტო­რო­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, ულა­მა­ზეს სახ­ლში თავს ბედ­ნი­ე­რად და მშვი­დად გრძნობს.
- რა­ტომ­ღაც ვამ­ჯო­ბი­ნე, რომ ქა­ლა­ქის­გან მო­შო­რე­ბით მე­ცხოვ­რა. დღეს ყვე­ლა მე­კი­თხე­ბა, ხომ არ მი­ჭირს წყნე­თი­დან თბი­ლის­ში სი­ა­რუ­ლი. პი­რი­ქით, ძა­ლი­ან მი­ად­ვილ­დე­ბა და დამ­ღლე­ლი დღის მერე აქ ძა­ლი­ან მშვი­დად და წყნა­რად ვგრძნობ ხოლ­მე თავს. ხში­რად ამო­დის დე­და­ჩე­მი და დიდ დროს ატა­რებს ჩვენ­თან ერ­თად. სამ­წუ­ხა­როდ, მა­მა­ჩე­მი იშ­ვი­ა­თად გვსტუმ­რობს. მუ­შა­ობს და თბი­ლის­ში ურ­ჩევ­ნია ყოფ­ნა, მხო­ლოდ დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში გვეწ­ვე­ვა ხოლ­მე.
- მშე­ნებ­ლო­ბამ და რე­მონტმა თქვენს ხელ­ში გა­ი­ა­რა?
- რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფერ­მა ჩემს ხელ­ში გა­ი­ა­რა და ნამ­დვი­ლად არ იყო მარ­ტი­ვი და ხან­მოკ­ლე გზა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლი და პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხია ხე­ლოს­ნებ­თან მუ­შა­ო­ბა და მეც არა­ერ­თხელ მიგ­რძნია იმედ­გაც­რუ­ე­ბა. მშე­ნებ­ლო­ბა-რე­მონ­ტის სა­კი­თხი დრო­ში ძა­ლი­ან გა­ი­წე­ლა, მაგ­რამ სა­ნამ იმას არ მი­ვაღ­წიე, რაც მინ­დო­და, არ გავ­ჩერ­დი. წვრილ­მა­ნი დე­ტა­ლე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ავე­ჯით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი ჩემი გე­მოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თე. მა­სა­ლე­ბის შე­სა­ძე­ნად მა­ღა­ზი­ებ­შიც თა­ვად დავ­დი­ო­დი. ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ინ­ტერ­ნეტ­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ბევრ სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას ვი­ღებ­დი. ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი ინ­ტე­რი­ე­რის ფო­ტო­ებს, ვეც­ნო­ბო­დი სტა­ტი­ებს და ა.შ. ასე ნელ-ნელა გა­ვა­კე­თე ის, რა­საც ხე­დავთ. მიყ­ვარს თბი­ლი და პას­ტე­ლუ­რი ფე­რე­ბი, უპი­რა­ტე­სო­ბას ვა­ნი­ჭებ კლა­სი­კურ სტილს, ხეს. სხვა­თა შო­რის, ჩემს სახ­ლში ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს ხის ძე­ლე­ბის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი ჭერი. ვთვლი, რომ ეს დე­ტა­ლი ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბას მა­ტებს სახ­ლს. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მზე, სით­ბო, სი­ნათ­ლე. თუ სახ­ლში მზის სხი­ვე­ბი არ შე­მო­დის, ის სახ­ლი მძი­მე აუ­რის მა­ტა­რებ­ლად მი­მაჩ­ნია. ჩა­მობ­ნე­ლე­ბუ­ლი სახ­ლი ღა­მეც მე­ყო­ფა.
ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად და ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი მა­კას სახ­ლი­დან იხი­ეთ ჟურ­ნალ "ში­ნის" ზამ­თრის ნო­მერ­ში
ambebi.ge

No comments:

Post a Comment