Pages

Tuesday, December 25, 2018

ბათუმსა და ზუგდიდში მთავარი ნაძვის ხეები აანთეს


ბათუმის მთავარი ნაძვის ხე სპორტსმენებმა საზეიმოდ აანთეს. ევროპის მოედანი დღეიდან 2 იანვრის ჩათვლით საახალწლო ღონისძიებებს უმასპინძლებს.
მთავარი ღონისძიება 31 დეკემბერს არის დაგეგმილი, გალა კონცერტში ადგილობრვი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიებების ციკლი 2 იანვარს ნინო ქათამაძის კონცერტით დაიხურება.
ევროპის მოედანზე მოწყობილია საბავშო კუთხე, საახალწლო ეზო და ბაზრობაც. ქალაქში საახალწლო აქსესუარების მონტაჟისთვის 256,730 ლარი დაიხარჯა.
საახალწლო ბაზრობა ბულვარშიც გაიმართება. ორი დღის განმავლობაში, 29 და 30 დეკემბერს ზღვისპირა პარკში დისნეის ზღაპრული სამყარო გაცოცხლდება. ბავშვები ასევე შეხვდებიან სანტას.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფრომაციით, დაგეგმილია პოპულარული იტალიელი მომღერლის ინგრიდის კონცერტიც. გრანდიოზული შოუ 29 დეკემბერს 20:00 საათზე დაიწყება. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment