მოტოციკლის მძღოლი, რომელიც ორთაჭალაში ავარიაში მოჰყვა, საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა "სოკარის" სათავო ოფისის მიმდებარედ მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლი და მცირე ზომის სატვირთო შეეჯახნენ. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი 32 წლის დავით ხმალაძეა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
ambebige.
No comments:
Post a Comment