Pages

Saturday, December 22, 2018

ველისციხის ინციდენტის გამო დაკავებულ ქალს გირაო შეუფარდეს

ქეთევან მირიანაშვილს მოსამართლემ გირაოს სახით 3 500- ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლე მარინე ცერცვაძემ პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობაზე არ დააკმაყოფილა. 
მირიანაშვილი გულის მწვავე უკმარისობით 2 დღის წინ თელავის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. დაკავებული ბადრაგმა სასამართლოში პირდაპირ კლინიკიდან მიიყვანა.
ქეთევან მირიანაშვილს გამოძიება 353 - ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე ძალადობას და მის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ის საპატიმროდან გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.
წინასასამართლო სხდომა 6 თებერვალს ჩაინიშნა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment