Pages

Wednesday, December 26, 2018

რამდენად იმოქმედებს საქართველოზე ანომალიური კლიმატური მოვლენა ელ ნინიო?

გა­ე­როს მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წლის დე­კემ­ბრი­დან 2019 წლის თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით, გლო­ბა­ლუ­რი კლი­მა­ტუ­რი მოვ­ლე­ნა ელ-ნი­ნიოა (El Niño) მო­სა­ლოდ­ნე­ლი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ეს ანო­მა­ლი­უ­რი კლი­მა­ტუ­რი მოვ­ლე­ნა მსოფ­ლი­ოს კლი­მატ­ზე დიდ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს.
და­ვინ­ტე­რეს­დით, რამ­დე­ნად იმოქ­მე­დებს მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ჰა­ვა­ზე და ამის გა­სარ­კვე­ვად გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს და­ვუ­კავ­შირ­დით. უწყე­ბა­ში გვი­თხრეს, რომ ბუ­ნებ­რი­ვია, მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ზეც აი­სა­ხოს.
მიმ­დი­ნა­რე და სა­მო­მავ­ლო კლი­მა­ტის შე­საძ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად კვლე­ვე­ბი ტარ­დე­ბა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში. კვლე­ვის შე­დე­გად დად­გე­ნი­ლია, რომ ბოლო 20-25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ად­გი­ლი აქვს ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად ქვეყ­ნის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­შია გა­მო­ხა­ტუ­ლი.ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ცვლი­ლე­ბის დი­ნა­მი­კა არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ისე­დაც ჭარ­ბი ნა­ლე­ქი­ა­ნო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, აღი­ნიშ­ნე­ბა ნა­ლე­ქე­ბის მა­ტე­ბის ტენ­დენ­ცია, მა­შინ რო­დე­საც, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო (გან­სა­კუთ­რე­ბით ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში) ნა­ლე­ქე­ბის შემ­ცი­რე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, რაც უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა მე­ურ­ნე­ო­ბის სხვა­დას­ხვა სექ­ტორ­ზე.
"მსოფ­ლი­ოს მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბი ამინ­დის გრძელ­ვა­დი­ა­ნი (სე­ზო­ნუ­რი) პროგ­ნო­ზე­ბის შედ­გე­ნი­სას აუ­ცი­ლებ­ლად ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ოკე­ა­ნე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ისეთ მას­შტა­ბურ პრო­ცესს, რო­გორ­საც El Niño წარ­მო­ად­გენს.
ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნით, სათ­ბუ­რის გა­ზე­ბის ემი­სი­ე­ბის შემ­დგო­მი მა­ტე­ბა გა­მო­იწ­ვევს კი­დევ უფრო ინ­ტენ­სი­ურ დათ­ბო­ბას და გა­ამ­ძაფ­რებს კლი­მა­ტუ­რი სის­ტე­მის ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტის ცვლი­ლე­ბას. სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­იზ­რდე­ბა ექ­სტრე­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა და ხდო­მი­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბა" - გვი­თხრეს გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში.
ყვე­ლას­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნად ცივი ზამ­თა­რი გვე­ლო­დე­ბა წელს, ამის შე­სა­ხებ კი სა­ა­გენ­ტო­ში გვაც­ნო­ბეს, რომ სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპერ­ტე­ბის კლი­მა­ტუ­რი პროგ­ნო­ზის ფო­რუმ­ზე (SEECOF-18) მომ­ზა­დე­ბუ­ლი 2018-2019 წლე­ბის ზამ­თრის სე­ზო­ნის ამინ­დის პროგ­ნო­ზი ეყ­რდნო­ბა გლო­ბა­ლურ და ხმელ­თა­შუა ზღვის და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ო­ნე­ბის დი­ნა­მი­კურ და სტა­ტის­ტი­კურ მო­დე­ლებს.
ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნით, 2018-2019 წლე­ბის ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში, ხმელ­თა­შუა ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, მის შიდა რა­ი­ო­ნებ­ზე და კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ზე, ამინ­დის ფორ­მი­რე­ბა­ზე დო­მი­ნან­ტურ როლს წყნარ და ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე და მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრო­ცე­სე­ბი შე­ას­რუ­ლებსყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია:
- ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მას­თან ახ­ლოს ან ნორ­მა­ზე 1 ან 2 გრა­დუ­სით მა­ღა­ლი;
- ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ნორ­მა­ზე მეტი.
რაც შე­ე­ხე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ზამ­თრის სე­ზო­ნის სა­შუ­ა­ლო მრა­ვალ­წლი­უ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა (ნორ­მა) და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ზე +5,7 მთა­ში 0,+2 მა­ღალ მთა­ში -4,+1 აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში +1,+5 მთა­ში -1,+4 გრა­დუსს შე­ად­გენს.
ზამ­თრის სე­ზო­ნის ნა­ლე­ქე­ბის სა­შუ­ა­ლო მრა­ვალ­წლი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა (ნორ­მა) და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ზე 500-700 მმ, მთა­ში 300-400 მმ, მა­ღალ მთა­ში 200-300 მმ, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში 70-120 მმ, მთა­ში 80-150 მმ, მა­ღალ მთა­ში 70-150 მმ -ს შე­ად­გენს.
ავ­ტო­რი: ეკა გა­და­ხა­ბა­ძე
ambebi.ge

No comments:

Post a Comment