Pages

Tuesday, December 25, 2018

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

რუსეთმა უკრაინელი ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. შესაბამის დადგენილებას ხელი რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მოაწერა.
გავრცელებული ცნობით, სანქციები 200-მდე ადამიანს და ორგანიზაციას შეეხო.
1 ნოემბერს, რუსეთის მთავრობის მეთაურმა დიმიტრი მედვედევმა ახალ წესდებას მოაწერა ხელი, რომელიც უკრაინის 322 მოქალაქის და 68 კომპანიის წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.  სანქციები დაუწესეს უკრაინელ მოსამართლეებს, დეპუტატებს, ბიზნესმენებს და უწყების ხელმძღვანელებს, კერძოდ, უკრაინის შს მინისტრს არსენ ავაკოვს.
imedinews.ge


No comments:

Post a Comment