Pages

Saturday, December 22, 2018

საფრანგეთში აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა


საფრანგეთში, ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ პერპინიანში მოხდა. აქციის დროს გადაკეტილ გზაზე მსუბუქი ავტომობილი სატვირთო მანქანას დაეჯახა. ავარიის დროს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.
ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციები საფრანგეთში უკვე ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს. აქტივისტები თავდაპირველად საწვავზე ფასების მომატებას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით ისინი ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
ამ ხნის განმავლობაში დემონსტრაციების ფარგლებში საერთო ჯამში 10 ადამიანი დაიღუპა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment