თელავში ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე კორპუსებში მცხოვრებ 103 ოჯახს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, გადაეცათ.
ეს გადაწყვეტილება სახელმწიფომ მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო და უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით ოჯახებს დღეს გადასცა.
ამ კორპუსებში მცხოვრები ოჯახები სოციალურად დაუცველ კატეგორიას მიეკუთვნებიან, ამასთან, ცნობილია, რომ ბინების დაკანონების შემდეგ მათ სოციალური შემწეობა არ შეუწყდებათ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment