ბრაზილიაში კორპორაცია Vale-ს კაშხლის გარღვევის შემდეგ 200-მდე ადამიანი დაიკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ Globo იუწყება.
შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მინას-ჟერაისის შტატში მოხდა. ცნობილია 4 დაშავებულის შესახებ, რომლებიც საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.
ტალახიანი წყლის ნაკადის გამო კომპანიის ადმინისტრციული შენობები და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment