Pages

Sunday, January 20, 2019

...იქ გაზი 4-5 დღის განმავლობაში გროვდებოდა" - რა გაიხსენა სასამართლოზე დიდ დიღომში აფეთქების საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა

თქვენ სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს რომ ამ­ბობთ, თუ ხვდე­ბით?! - ასე მი­მარ­თა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ვახ­ტანგ მრე­ლაშ­ვილ­მა ბრალ­დე­ბულ ვა­ზელ მა­მა­დი­ანს სი­ტყვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ. კერ­ძოდ, რეპ­ლი­კის დროს ბრალ­დე­ბულ­მა ვა­ზელ მა­მა­დი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მან დე­ტა­ლუ­რად შე­ა­მოწ­მა ტე­რი­ტო­რია და იქ გა­ჟონ­ვის კვა­ლი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

"ლიფ­ტის შახ­ტაც ვნა­ხე და ყვე­ლა სარ­თუ­ლი ვნა­ხე. არ იყო სუნი. აპა­რა­ტიც ჩავ­რთე ამ სა­დარ­ბა­ზო­ში. მრი­ცხველ­საც და­ვაკ­ვირ­დი და რო­დე­საც გა­ჟონ­ვაა, სწრა­ფად ბრუ­ნავს ხოლ­მე. იქ ასე არ იყო. შემ­დეგ გა­რეთ შე­ვა­მოწ­მე, გა­რე­დან ხომ არ შე­დი­ო­და გაზი. ჩემ დროს იქ სუნი არ ოყო“, - გა­ნა­ცხა­და ვა­ზელ მა­მა­დი­ან­მა.
ამის შემ­დეგ მო­სა­მარ­თლე ჩა­ე­კი­თხა ბრალ­დე­ბულს, რას­თან ჰქონ­და საქ­მე, რა­ზეც მა­მა­დი­ან­მა უპა­სუ­ხა, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ იქ გაზი 4-5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გროვ­დე­ბო­და. "თქვენ სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს რომ ამ­ბობთ, თუ ხვდე­ბით?!", - მი­მარ­თა მო­სა­მარ­თლემ ბრალ­დე­ბულს.
ამის შემ­დეგ მხა­რე­ებ­მა რეპ­ლი­კე­ბი გაც­ვა­ლეს და მო­სა­მარ­თლე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად გა­ვი­და. პრო­კუ­რო­რი „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ ბრალ­დე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვს. პრო­კუ­რორ და­ვით კი­კა­ჩე­იშ­ვი­ლის თქმით, დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ორი პი­რის, „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, თორ­ნი­კე ტა­ტიშ­ვი­ლი­სა და ვა­ზელ მა­მა­დი­ა­ნის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნი­ძი­ე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს, რათა ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა თავი არ აა­რი­დონ გა­მო­ძი­ე­ბას და არ მო­ახ­დი­ნონ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შეც­ვლა.
დაც­ვის მხა­რე მო­ი­თხოვს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვონ, ხოლო ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით გი­რაო - ვა­ზელ მა­მა­დი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში 50 ათა­სი ლარი, ხოლო თორ­ნი­კე ტა­ტიშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში 10 ათა­სი ლარი იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.
შე­გახ­სე­ნებთ, რომ 16 იან­ვარს, დიდ დი­ღომ­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად 4 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, აქე­დან ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვია. და­შავ­და 8 ადა­მი­ა­ნი.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment