არსებული ინფორმაციით, ოჯახი, სადაც 4 წლის გოგონა გარდაიცვალა, თავს ბავშვების გაშვილებით ირჩენდა. როგორც Ambebi.ge-ს მეზობლებმა განუცხადეს, გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ბიოლოგიური მშობელი ბრალდებული ქალბატონი არ იყო. მათივე ინფორმაციით, ბავშვი მამაკაცს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა, საერთო შვილი კი ახლახან შეეძინათ.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მეზობლების ინფორმაციით, დედინაცვალი განსაკუთრებული სიმკაცრით სწორედ იმ 2 არასრულწლოვნის მიმართ გამოირჩეოდა, რომელიც მამაკაცს პირველ ქორწინებაში ჰყავდა. თუმცა, მათივე თქმით, ბავშვებს მამაც ხშირად უსწორდებოდა ფიზიკურად.
მეზობლების თქმით, ცემის შედეგად დაზიანებები აღენიშნება როგორც გარდაცვლილ 4 წლის გოგონას, ასევე მის 5 წლის ძმას, რომელიც იმავე საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს.
გოგონას ბებია მეზობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გოგონა ცემის შედეგად გარდაიცვალა, უარყოფს. გარდაცვლილის ბებიის განცხადებით, ბავშვი გაციებული იყო და ამის გამო გარდაიცვალა.
როგორც Ambebi.ge-ს ბებიამ ბაბულია ძავაშვილმა განუცხადა, ბავშვი სახლში არ უცემიათ და ამ მიზეზს მეზობლები იგონებენ. გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ბებიისთვის რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. მეზობლები კი აცხადებენ, რომ მათ ბავშვის გარდაცვალების შესახებ დღის პირველ ნახევარში შეიტყვეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 2014 წელს დაბადებული ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციითვე, საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა
ambebi.ge
No comments:
Post a Comment