კვირის განმავლობაში სამუშაო დროის ერთი საათით გახანგრძლივებამ, შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. ამაზე მეტყველებს გერმანელი მეცნიერების კვლევა, რომლის შედეგებიც ცოტა ხნის წინ ჟურნალ Labour Economics-ში გამოქვეყნდა. ინფორმაციას Der Standard-ი ავრცელებს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
კვლევის დროს სპეციალისტებმა გაანალიზეს SOEP-ის მონაცემები, ეს არის სოციალურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც გერმანიაში ბოლო 30 წლის განმავლობაში რეგულარულად ტარდება და მასში 12 ათასი გერმანული ოჯახი მონაწილეობს.
ანალიზისთვის სპეციალისტებმა 1985-2014 წლებში დაგროვებული მონაცემები აიღეს. შედეგად დაადგინეს, რომ კვირის განმავლობაში სამუშაო დროის ერთი საათით გაზრდამ გააუარესა გამოკითხული ადამიანების 2%, ხოლო ექიმთან ვიზიტების რაოდენობა 13%-ით გაზარდა.
ამასთან, გაირკვა, რომ სამუშაო დროის გაზრდა განსაკუთრებით უარყოფითად ქალებზე მოქმედებს.
ზოგიერთი მთავრობა და დამსაქმებლები ექსპერიმენტებს ატარებენ და ცდილობენ 4-დღიანი სამუშაო კვირის შემოღებას. ამით მათ იმის დამტკიცება სურთ, რომ სამსახურში გატარებული ნაკლები დრო შრომის ეფექტიანობაზე დადებითად აისახება და სამუშაოს და პირად ცხოვრებას შორის საჭირო ბალანსს ქმნის. BBC ამ მხრივ მსოფლიოში არსებულ ტენდენციაზე და იმის შესახებ წერს, თუ რამდენად შეიძლება ტრადიციული, ხუთდღიანი სამუშაო კვირის შემცირება და ზოგადად, როგორია ჩვენი საქმიანი ყოველდღიურობის ოპტიმალური ხანგრძლივობა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment