რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, აფხაზურმა მედიამ სოფელ წებელდასთან ახლოს, სოხუმის სამხედრო გზაზე მიმავალი БТР-80-ის გადავარდნის შესახებ ინფორმაცია აღიარა. აქამდე ამის შესახებ ცნობები, ფოტო და ვიდეომასალა მხოლოდ სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა. აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტრო კი, დუმდა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
წებელდა, სოხუმის სამხედრო გზაზე, გულრიფშის რაიონში მდებარეობს, სადაც ამჟამად რუსეთის სამხედრო ბაზაა დისლოცირებული. შემთხვევა, 18 იანვარს მოხდა - სამხედრო ავტომობილი, რომელსაც სავარაუდოდ, ნასვამი სამხედროები მართავდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ხევში ჩავარდა.
"ადგილზე დაიღუპა სამი სამხედრო. ხოლო ორი სამხედრო, რომელთაც მძიმე დაზიანებები აქვთ მიღებული, ვერტმფრენით სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია აუტარდათ..." - აცხადებს რუსულ გამოცემას РБК-სთან ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოლქის პრესსამსახური. სპეციალური კომისია ადგილზე იმყოფებოდა, სადაც მომხდარის გამომწვევ მიზეზებს გაეცნო. ერთ-ერთი ვერსიით, სამხედრო მანქანა ტექნიკურად გაუმართავი იყო, თუმცა, კიდევ ერთი ვარაუდით, მძღოლმა უსწორმასწორო და მოშლილი გზის გამო, საჭე ვერ დაიმორჩილა.არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც, რუსი სამხედროები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ... РБК-სთან საუბარში, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარგარიტა პავლოვამ განაცხადა, რომ მან ამის შესახებ ერთ-ერთი დაზარალებული სამხედროს დედისგან შეიტყო, რომელმაც მომხდარი ფაქტის შესახებ შეიტყო და შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი იცოდა. უფლედაბამცველის თქმით, ერთ-ერთი დაღუპული 22 წლის ჩელიაბინსკელი სამხედროა.
არსებული ინფორმაციით, БТР-80 გზის სავალი ნაწილიდან 40 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მოსახლეობის თქმით, მისი ჩავარდნის ხმა მონადირეებმა გაიგეს, თუმცა, ჩასვლა ვერ შეძლეს... ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, არსებული გზის შეკეთებაზე საბჭოთა კავშირის შემდეგ არავის უზრუნია. მას შემდეგ, რაც იქ რუსეთის სამხედრო ბაზა განთავსდა, მძიმე ტექნიკამ მხოლოდ ასფალტი კი არა, სავალი ნაწილი მთლიანად განადგურდა...
"ჩემი ინფორმაციით, გზის გაკეთებას რუსეთი აპირებდა, თუმცა, შემდეგ მიჩუმდა... ისე კი, როგორ ეტყობა იმ ნაწილს, რომ უპატრონო ჯარისკაცები არიან შეყრილი. რუსეთის ჯარში, მით უფრო აფხაზეთში, ნორმალური ოჯახი შვილს როგორ გაუშვებდა?! მშივრები, ჩაუცმელები და გაუბედურებულები დადიან, პურისა და არყის სანაცვლოდ, ხან რას დაათრევენ ხან რას..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი იასონ აფხაზი.
"როგორ არ გრცხვენიათ, ვის სიმთვრალეზე ლარაკობთ, როდესაც რამდენიმეთასკაციან ქვეყანაში ყოველი მეორე ალკოდამოკიდებულია?! როგორ არ გბეზრდებათ სხვისი განკითხვა და საკუთარი კომპლექსებიდ დამალვა... ჩაკეტილი ხალხის სინდრომი გაქვთ, რომელსაც არაფერი ეშველება!" - წერს ანია დბარი.
"თითქოს ჩვენი პრობლემები არ გვყოფნიდეს, ძალიან შევწუხდი ამ საცოდავი რუსი სამხედროების ყურებით: ნაცემები, მშივრები, დახეული და ბინძური ტანსაცმლით დადიან და მაკარონის, "ტუშონკისა" და ზეთის სანაცვლოდ, პურს, არაყსა და სიგარეტს თხოულობენ, "უფროსს" უნდა მივუტანოთო... უდისციპლინობასთან ერთად, "დედოვშჩინაა" და პატრონი არავინ ჰყავთ. თუმცა, ჩვენ ვის არმიაზე ვსაუბრობთ... მალე გიუმრი გველოდება, პანტა-პუნტით რომ ხოცავენ რუსი სამხედროები ადგილობრივებს. უბრალოდ, სომხებთან შედარებით ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ..." - წერს მერი კაკუბა.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment