Pages

Sunday, January 27, 2019

ამირან გამყრელიძე ორსულებს მიმართავს

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე ორ­სუ­ლებს მი­მარ­თავს, წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია არ ჩა­ი­ტა­რონ. გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ორ­სულ­თათ­ვის გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წი­თე­ლას ინ­ფექ­ცი­ა­ზე ვაქ­ცი­ნა­ცია და­უშ­ვე­ბე­ლია.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი წი­თე­ლას ეპი­და­ფეთ­ქე­ბის შე­კა­ვე­ბის­თვის. ამის ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცი­აა. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მა­ტე­ბი­თი 22 ათა­სი ადა­მი­ა­ნი აიც­რა, რაც ძა­ლი­ან კარ­გია. თუ ჩვენ ამ ტემ­პით გა­ვაგ­რძე­ლებთ მა­სობ­რივ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, მა­შინ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წი­თე­ლას ეპი­და­ფეთ­ქე­ბის ქვეყ­ნა­ში მალე შე­ვა­კე­თებთ.
ვსარ­გებ­ლობ შემ­თხვე­ვით და მინ­და გა­ნა­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თო, რად­გან შე­მო­დის კი­თხვე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ორ­სუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ხაზს ვუს­ვამ, არ შე­იძ­ლე­ბა ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბის წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აცრა.

იმის გამო, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რე­ბი და ორ­სუ­ლე­ბი ყვე­ლა­ზე მა­ღალ რისკ ჯგუფს წარ­მო­ად­გე­ნენ, ჩვენ რე­კო­მენ­და­ცი­ას გავ­ცემთ, რომ გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით ორ­სუ­ლე­ბი უნდა აიც­რან. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რე­ბის­თვის პო­ლიკ­ლი­ნი­კებ­სა და ამცრელ კა­ბი­ნე­ტებს 100-მა ორ­სულ­მა მი­მარ­თა, რაც კარ­გია, მაგ­რამ ხაზს ვუს­ვამ, კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბა წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით ორ­სუ­ლე­ბის აცრა", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.
მი­სი­ვე თქმით, მათი რე­კო­მენ­და­ცი­აა, ქა­ლებ­მა წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია ორ­სუ­ლო­ბამ­დე სამი თვით, ან ყვე­ლა­ზე მცი­რე ერთი თვით ადრე ჩა­ი­ტა­რონ.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment