Pages

Sunday, January 27, 2019

ესპანეთში ტაქსის მძღოლების აქცია გაიმართა

ესპანეთში ტაქსის მძღოლების აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციამ მადრიდის ცენტრალურ უბანში მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.
დემონსტრანტებმა ხელისუფლებას კომპანია Uber-ის წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოუწოდეს. ტაქსის მძღოლები ამტკიცებენ, რომ კომპანია რეგულაციებს უგულებელყოფს და უსამართლო კონკურენციას ქმნის.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

2018 წლის სექტემბერში ესპანეთის ხელისუფლება Uber-ის ლიცენზიებისთვის შემზღუდველი წესების შემოღებას დასთანხმდა. ამის მიუხედავად, ტაქსის მძღოლები დამატებითი შეზღუდვების დაწესებას და კანონის მიღებას ითხოვენ, რაც მომხმარებელს ტაქსის გამოძახებას საათით ადრე დაავალდებულა.

No comments:

Post a Comment