Pages

Tuesday, January 22, 2019

ოკუპირებული აფხაზეთი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა არ იცის რა ხდება მის ქვეყანაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის საქმის კურსში, თუ რა ხდება მის ქვეყანაში. მათ შორის არ იცის ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ."- ასე პასუხობს ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო დავით ზალკალიანის განცხადებას რომლის მიხედვითაც ზალკალიანმა სოხუმს მოუწოდა, აღადგინონ გადაადგილება ენგურის ხიდზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე ექმნება ადამიანთა თავისუფლად მიმოსვლის უფლებას.
დეფაქტო სამინისტრო განმარტავს, რომ „საზღვრის“ დროებით დაკეტვის აუცილებლობა ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების მასშტაბებმა განაპირობა, აფხაზეთის „რესპუბლიკის“ მცხოვრებთა დაცვის მიზნით კი ამ გზას მიმართეს.
11 იანვარს, დეფაქტო მთავრობამ ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი როგორც ფახულანი-საბერიოს ე.წ. საზღვარი, ასევე ენგურის ხიდი H1N1 ვირუსის გავრცელების გამო ჩაკეტა
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment