Pages

Saturday, January 5, 2019

გარდაიცვალა მერიის თანამშრომელი, რომელიც ქარის შედეგად გადმოვარდნილი სახურავის ქვეშ მოყვა


გარდაიცვალა ბათუმის მერიის თანამშრომელი იოსებ/სოსო შერვაშიძე. ის გუშინ, 4 იანვარს, ბათუმში, ჭავაჭავაძის ქუჩაზე, ქარის შედეგად ჩამოვარდნილი მრავალბინაიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის  ქვეშ მოყვა.
ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს: „სოსო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. მან იმ დღეს სხვა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვისას საკუთარი სიცოცხლე გასწირა. ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვინც სოსოს იცნობდა“.
გუშინ ქარმა ბათუმში რამდენიმე სახლს გადახადა სახურავი და დაზიანდა რამდენიმე მანქანა, ასევე მოგლიჯა ხე-მცენარეები.
http://batumelebi.netgazeti.ge

No comments:

Post a Comment