ვმსჯელობთ იმაზე, რომ დავაბრუნოთ რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში მოსახლეობის შესახლების შეზღუდვას, ასევე, ექსპლუატაციაში მიღების პროცესს გაზის და ელექტროსისტემის გაყვანა და გამართულობა მიებას“ -ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
სისტემის გამართულობის შესამოწმებლად სპეციალური ორგანოები შეიქმნება:
„მერია სრული მზადყოფნით ჩაერთვება ჩვენთან ბმაში რა თემაც შეიძლება იყოს, იქნება ეს კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების რგოლის გამოყენება უსაფრთხოების მიღწევისას თუ სხვა მიმართულება. მერია სრულად არის მზად. საუბარი იყო იმაზე, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვის დეტექტორები სავალდებულო რეჟიმში შემოვიდეს ახალ ობიექტებზე, ძველებზე პირველ ეტაპზე მაინც დაიწყოს სერვის-პაკეტების შეთავაზება და მომხმარებელმა თავისი ინიციატივით მოითხოვოს ამ სისტემის მონტაჟი სახლში, ხოლო კომპანიებმა შეძლონ ამ მომსახურების მიწოდება.“
გარდა ამისა, ასევე საუბარი იყო აკრედიტებული ორგანოების შექმნაზე იმისთვის, რომ სახლში გაზის სისტემის შემოწმება მოახდინოს კვალიფიციურმა კომპანიებმა და ამით უსაფრთხოების გარკვეულ სტანდარტის მუღწევა მოხდეს:
„ასევე, საუბარი გვაქვს და ვმსჯელობთ იმაზე, რომ დავაბრუნოთ რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში მოსახლეობის შესახლების შეზღუდვას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ასევე, ექსპლუატაციაში მიღებაც გაზის და ელექტროსისტემის გაყვანას და გამართულობას მიებას. ანუ კორპუსი არ ჩაიბაროს მერიამ მანამ, სანამ სადისტრიბუციო კომპანიები არ დაადასტურებენ, რომ იქ სათანადოდ არის უზრუნველყოფილი ქსელის გაყვანა და მისი მონტაჟი. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ეფექტურად და მოკლე დროში წარიმართოს და ცოტა უფრო მაღალი დონე შევთავაზოთ მომხმარებლებს უსაფრთხოების კუთხით",- განაცხადა ხმალაძემ.
დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიიდან მალევე თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა. როგორც მან მაშინ განმარტა, სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განახორციელა კანონში ის ცვლილებები, რომელიც დღეს პრობლემებს ქმნის. კერძოდ, 2009 წელს გაუქმდა კანონის ის მუხლი, რომელიც მოქალაქეს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრების უფლებას უკრძალავდა.
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, საღამოს მოხდა. შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. 4 წლის ბიჭის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. დაშავებულია 8 ადამიანი.
აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. საქმეზე დაკავებულია "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი. მათ წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული
No comments:
Post a Comment